მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს - შუალედური დასკვნით, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს ზედოზირება

60ec7b61f04f6
თამთა ჯიჯავაძე
12.07.21 21:23
1170
„ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“ - ამის შესახებ განცხადება ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შსს-ში ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

„TV-პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 სათვალთვალო ვიდეოკამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "პენტინი" და "მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე, მამუკა ჭელიძემ.