13.სექტემბერი .2019 15:47

შსს: აგვისტოში ტურისტების რიცხვი 2%-ით გაიზარდა

views 316
უკან

აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ 1 254 554 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 5,8%-ია მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,-აგვისტოს თვის სტატისტიკას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების რიცხვმა(24 საათი და მეტი) - 657 278 შეადგინა, რაც 2%-იანი მატებაა. 10%-იანი მატებაა ტრანზიტში(24 საათზე ნაკლებ დროში სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვრის კვეთა), სხვა დანიშნულებით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც 10,8%-ით არის გაზრდილი.

შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია საზღვრის კვეთების რაოდენობა რუსეთიდან, კლება 6%-ია(252 873);

ამის პარალელურად გაზრდილია საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან 16%-ით, სომხეთიდან 4%-ით, თურქეთიდან +9%-ით, ევროკავშირის ქვეყნებიდან +23%-ით, უკრაინიდან და ისრაელიდან 21%- 21%-ით.

ცნობისთვის, აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ სტატისტიკას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაასაჯაროვებენ. მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ შს სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებულია, შესაძლოა, მონაცემები არ დაემთხვას.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა