29.მარტი .2020 15:06

შსს: ბოლო 24 საათში საქართველოში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

views 860
უკან

შსს-მ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში საგანგებო რეჟიმის დარღვევის125 ფაქტი გამოავლინა. 

"შსს-ს მიერ გატარებული მკაცრი მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო.

მიკროავტობუსით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაზე დაჯარიმდა 13 მოქალაქე.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან საგანგებო რეჟიმით დაწესებული შეზღუდვები, წინააღდმეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები"-აცახდებენ შსს-ში.

საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა ფიზიკური პირის 3000, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისიწნებს. განმეორებით ჩადენილი დანაშაული კი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა