მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: დაჯარიმების შესახებ მოქალაქეებისთვის შეტყობინება ჩვენ არ გაგვიგზავნია

5e85faaccdbe3
ინგა მურუსიძე
02.04.20 18:46
947
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიუვიდათ.

„ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს „UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.