15.დეკემბერი .2020 10:16

შსს: დაკავებულია 3 პირი, ისინი myauto.ge-ზე თაღლითობდნენ

შსს: დაკავებულია 3 პირი,  ისინი myauto.ge-ზე თაღლითობდნენ
views 6906
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა - 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კერძოდ, უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

„ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმ- ბარათებს ანადგურებდნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა