მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: ,,ლიბრეს” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

62a4926a1f2f8
BM.GE
11.06.22 17:02
1242
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.