09.აპრილი .2021 09:40

შსს-მ იანვარ-თებერვალში პირბადის არტარების გამო 20 ლარით 34 785 პირი დააჯარიმა

შსს-მ იანვარ-თებერვალში პირბადის არტარების გამო 20 ლარით 34 785 პირი დააჯარიმა
views 245
უკან

2021 წლის იანვარ-თებერვალში შს სამინისტრომ პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის 34 785 პირი დააჯარიმა, ხოლო გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის - 5 858 მოქალაქე.

Bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა სამართალდამცველების მიერ დარღვევებზე რეაგირების სტატისტიკა, რომელიც იმ პერიოდს მოიცავს, როცა სამინისტრო სტატისტიკურ მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ აქვეყნებდა, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, შსს-მ ბოლო 24 საათში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება განაახლა. 

შსს-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვარ-თებერვალში დარღვევებისთვის მხოლოდ ორი იურიდიული პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა