მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ კოვიდ-წესების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოავლინა

6082704be9240
ინგა მურუსიძე
23.04.21 10:55
657
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 138 პირი დააჯარიმა, ხოლო პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის - 1 147 ფიზიკური პირი.  გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 150 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.