მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-მ ზუგდიდში 2 მოქალაქე დააკავა, ხოლო აჭარაში - 4

61a0af5d9b0ea
თელარა გელანტია
26.11.21 13:54
465
შსს-მ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში - 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

საქმე ის არის, რომ დღეს, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები წინა მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის და სამოქალაქოს აქტივისტების პროტესტის და ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.