31.ივლისი .2021 21:07

შსს მთაწმინდაზე უცხოელი ქალის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს მთაწმინდაზე უცხოელი ქალის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
views 2349
უკან

შსს მთაწმინდაზე უცხოელი ქალის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური”, -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა