მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

5f955b9e4c773
BM.GE
25.10.20 15:02
3061
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელის ვინაობა იდენტიფიცირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.