შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, 2021 წლის 1 ივნისიდან დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები.
"მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით", - ნათქვამია მომსახურეობის სააგენტოს განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს