13.სექტემბერი .2020 11:34

შსს-ს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

views 298
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს. 

თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა