მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

5e8987dfe900b
თელარა გელანტია
05.04.20 11:23
533
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.

„სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.