მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

60cb29b45c2e5
ინგა მურუსიძე
17.06.21 14:51
640
შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს, - ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების  ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს  დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი  უწყება, მოუწოდებს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს,  შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ  პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის  გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში ჯებირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამონტაჟა, რათა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხელი არ შეეშალათ ტერიტორიაზე მიმდინარე წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის. თუმცა, ჯებირების მოხსნას ითხოვდნენ "რიონის ხეობის მცველები", რომლებიც ჰესის წინააღმდეგ გამოდიან. შესაბამისი მოთხოვნა მათ გასულ კვირას დააყენეს ევროკავშირის მედიაციით ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა.