მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს–მ გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

5daab275b850c
BM.GE
19.10.19 10:50
942
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება მშენებლობის, ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. კორპუსი ევაკუირებულია, ოთხი დაშავებული კი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 39 წლის მამაკაცს სხეულის 60%–იანი დამწვრობა აღენიშნება.