მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შთაბეჭდილება მაქვს, რომ გახარია ვერც ერთ მინისტრს ბოლომდე ვერ აკონტროლებდა“

602fbc8239279
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 21:53
1482
ეკონომიკური ვარდნა -6% რომ არის და -15% არაა, არ გიკვირთ?! - აღნიშნული კითხვა საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ „ანალიტიკაში“ დასვა, როდესაც პანდემიის გავლენით ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობდა, რასაც გუშინ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომაც დაერთო. მან კითხვას თავად უპასუხა და განმარტა:

„უნდა გვიკვირდეს, რადგან შთაბეჭდილება მაქვს, რომ გახარია ვერც ერთ მინისტრს ბოლომდე ვერ აკონტროლებდა. გუნდური პრინციპის დროს უნდა იყოს შეთანხმებული მუშაობა და დავალებების შესრულება. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ის მინისტრები, რომლებიც მის კაბინეტში იყვნენ, ასრულებდნენ მის დავალებას“, - თქვა EUGBC-ის ხელმძღვანელმა.

ის თვლის, პრემიერის წასვლა დემოკრატიული პროცესია, თუმცა ეს, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებების პირობებში, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში კეთდებოდა, ბევრ კითხვას აჩენს.

„პრემიერის გადადგომა ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მაგრამ ცოტა გასაკვირია როდესაც მმართველი პარტია მუდმივად აპელირებდა, რომ ბატონი გახარია სერიოზული კრიზისმენეჯერია და ამ დროს ჩვენ ვიღებთ პრემიერის მხრიდან ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებას, რაც მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, შიდა განწყობებზე“, - ამბობს ჭუმბურიძე.