მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებდნენ - ბერბოკი

641d62bc0feee
მარიამ ვარადაშვილი
24.03.23 12:35
830
თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, რომ გასულ კვირებში თბილისში გამართული აქციებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრამდე, ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

“გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. იმას, რაც ხდებოდა უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ფრიალებდა ევროპული დროშები და მე მართლაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი კაცები და ქალები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილებაა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლითაც შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი და ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ საქართველოში ძალიან კონკრეტული გზავნილით ვარ, ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. ისინი გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროინტეგრაციის გზის გავლა ყოველთვის მარტივი არ არის. ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით ღირებულებების კუთხით”,-განაცხადა ბერბოკმა.

მისივე თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

“აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანა პოლარიზაციის დაძლევაა, ნდობის აღდგენა და რეფორმების განხორციელებაა. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად. აუცილებელია, რომ დრო აღარ დაიკაროგს, ეს მომენტია ისტორიაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში მჭიდრო ურთიერთობი გავაგრძელოთ და ვითანამშრომლოთ”,-ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.