თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, რომ გასულ კვირებში თბილისში გამართული აქციებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრამდე, ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
“გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. იმას, რაც ხდებოდა უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ფრიალებდა ევროპული დროშები და მე მართლაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი კაცები და ქალები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილებაა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომლითაც შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი და ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ საქართველოში ძალიან კონკრეტული გზავნილით ვარ, ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. ისინი გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროინტეგრაციის გზის გავლა ყოველთვის მარტივი არ არის. ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით ღირებულებების კუთხით”,-განაცხადა ბერბოკმა.
მისივე თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.
“აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანა პოლარიზაციის დაძლევაა, ნდობის აღდგენა და რეფორმების განხორციელებაა. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად. აუცილებელია, რომ დრო აღარ დაიკაროგს, ეს მომენტია ისტორიაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში მჭიდრო ურთიერთობი გავაგრძელოთ და ვითანამშრომლოთ”,-ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი