მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შტატების ჯარი ახალგაზრდების მისაზიდად მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის

5da34b3e13916
მიხეილ ხაჩიძე
13.10.19 23:00
853

მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-ის არმიამ პირველად ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერ შეძლო იმდენი ჯარისკაცის მიზიდვა, რამდენიც დაგეგმილი იყო, შტატების ჯარი მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის, - აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.


როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს არმია ჯარისკაცების მისაზიდად ყოველწლიურად 400 მილიონ დოლარს ხარჯავდა, მაგრამ 2018 წლის სარეკლამო კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ, კონგრესმა არმიას ბიუჯეტის ნახევარი ჩამოართვა. მაშინ აუდიტმა აჩვენა, რომ მილიონობით ხარჯები "უშედეგოდ დახარჯული" იყო.



ახლა კი, შტატები ახალგაზრდების ჯარში მისაზიდად სტრტეგიას ცვლის. ახალი მიდგომის ფარგლებში სამხედრო სამსახურმა გასული წლის ნოემბერში სარეკლამო ინდუსტრიის გიგანტ Omnicom-თან შეთანხმება დადო. ფირმამ ჯარის პროექტები შეისწავლა. როგორც გაირკვა, მარკეტინგული გათვლა, მაღალი ბიუჯეტის სატელევიზიო რეკლამზე, წარუმატებელი და არაფრის მომცემი იყო. ამის ნაცვლად, Business Insider-ის ცნობით, ახლა შტატების ჯარი ფოკუსირებას Instagram- სა და Snapchat– ის კონტენტზე ახდენს. კერძოდ, სოციალურ ქსელებში დარეკლამებულ ფოტოებში, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ შტატების სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მაღალტექნოლოგიური სამუშაოები ჯარში; მაგალითად, თვითმფრინავების ან კიბერუსაფრთხოების სფეროში.



გარდა ამისა, სამხედრო სამსახური ცდილობს ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღების მიქცევას. Omnicom -ის ინიციატივით, მიზნობრივი რეკლამები სკოლის მოსწავლეებისთვის Facebook- ზე, Reddit-ზე, BuzzFeed-სა და Twitch-ზე განთავსდება.

 

რეკლამებში შტატების არმია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მათ პარტნიორებს შორის ისეთი პოპულარული კომპანიებია, როგორიცაა: Tesla და Amazon. სამხედრო სამსახური აქცენტს აკეთებს მათ შორის იმაზე, რომ ჯარის გავლის შემდეგ, მოქალაქეებს Google- ში, Facebook- სა და LinkedIn– ში მუშაობაც შეეძლებათ.