16.ოქტომბერი .2019 12:05

''შტატების სანქციების არ გვეშინია'' - ერდოღანი

views 1324
უკან

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის მოწოდებას სირიის ჩრდილოეთით ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის შესახებ კატეგორიული უარით უპასუხა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქურთებთან მოლაპარაკებებიც გამორიცხულია.



"ჩვენ ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოვაცხადებთ, სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების დროს.


"ისინი ჩვენზე ზეწოლას ახდენენ ოპერაციის შესაჩერებლად. ისინი გვიწესებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენ არ გვეშინია სანქციების", - დასძენს ერდოღანი.


აღსანიშნავია, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში მიემგზავრებიან. დაგეგმილია შეხვედრა ერდოღანთანაც, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს მეზობელი ქვეყნის პირველ პირს შტატების სანქციების არ ეშინია.

 

შტატებმა თურქეთს სირიაში ცეცხლის შეწყვეტისკენ ორშაბათს მოუწოდა; ამას გარდა, ვაშინგტონმა ანკარას მწვავე ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა 100 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება და თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი 50%-მდე გაიზარდა.



შეგახსენებთ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო დაპირისპირებებს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.