„შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებამ, შესაძლოა, საქართველო მართლაც აქციოს ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად“, – ამის შესახებ EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკაში“ განაცხადა.
EBRD-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, შუა დერეფანი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან ტრანსპორტირებისთვის ეს მარშრუტი რეალურად მიმზიდველი ხდება ჩრდილოეთ, სამხრეთ თუ ზღვის კორიდორთან შედარებით ტვირთების გადასაზიდად ევროპიდან აზიაში და პირიქით. თუმცა დიმიტრი ბოგოვის განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საბოლოოდ ეს იდეა.
„ძალიან დიდი სამუშაოა ამ მიმართულებით გასაწევი, თუმცა ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა – რადგან საქართველო ამ დერეფნის ზუსტად შუაშია და ამ შესაძლებლობის ათვისებამ შესაძლოა საქართველო მართლაც აქციოს ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად", – ამბობს EBRD-ის მთავარი ეკონომისტი და დასძენს: "თუმცა აქვე ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია, მასშტაბურ ინვესტიციებს მოითხოვს და სავარაუდოდ, საჭირო იქნება ბევრი მთავრობის, საფინანსო ინსტიტუტის, განვითარების პარტნიორის თუ მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიის ჩართვა ამ პროცესში“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს