მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შუა დერეფნის გამო საქართველო გერმანელი ინვესტორებისთვის საინტერესოა” - გერმანიის ელჩი

648078d539bf5
ანუკა ჯოხაძე
07.06.23 17:26
506
ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ საქართველოს საინვესტიციო გარემოს უფრო საინტერესოს ხდის, - ეს განცხადება BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გააკეთა. როგორც ფიშერი ამბობს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ევროკავშირისკენ გეზი კიდევ უფრო მეტად ზრდის.

“საუკეთესო რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს დღეს აქვს არის ქვეყნის სვლა ევროკავშრისკენ. კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე წევრობა ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ევროპის ბაზრის ნაწილი. ევროპელი ინვესტორები ინვესტიციას ახორციელებენ ძირითადად ჩვენს ბაზარზე, რადგან აქ მოქმედებს ერთნაირი რეგულაციები", - თქვა ელჩმა. 

კითხვაზე, რამდენად საინტერესოა დღეს საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით გერმანელი ინვესტორებისთვის, ელჩი გვპასუხობს, რომ გერმანელი ინვესტორებისთვის ქვეყანა ტრანზიტული თვალსაზრისით საინტერესოა.

"ასევე მინდა ვთქვა, რომ შუა დერეფნის გამო საქართველო ძალიან საინტერესოა. საქართველო არის უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპისა და აზიის. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც გერმანელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან”,-აცხადებს გერმანიის ელჩი.

მან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და მთავრობამ ევროკავშირს უნდა დაანახონ ყველა შესაძლო სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

“ამ წლის დეკემბერში, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინში ვართ, რადგან ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მე მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას, რომ გამოგვიგზავნონ ყველა შესაძლო სიგნალი, რომ თქვენ ხართ მზად დააკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები”, - ამბობს გერმანიის ელჩი.