მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევი ჰესმა დაგეგმილი წლიური გამომუშავების 50%-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

5f1ebcc34ec9b
BM.GE
27.07.20 15:36
1392
„ამ დროის მონაცემებით, შუახევი ჰესის ოპერირებიდან ხუთი თვის შემდეგ, ჩვენ მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ უკვე შეადგინა თითქმის 250 მილიონი კვ/სთ, რაც დაგეგმილი წლიური გამომუშავების 50%-ზე მეტია“, - განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ „ბიზნეს მედია საქართველოსთან“ საუბრისას.

ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს მოსახლეობას მიეწოდება.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შუახევი ჰესის ოპერირებაში წარმატებით შესვლა ენერგო სექტორში 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოვლენაა, რადგან შუახევი ჰესი, დაახლოებით, 7%-ით გაზრდის ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას.

„როგორც დაგეგმილი იყო, ჩვენ ვოპერირებთ, 2020 წლის დასაწყისიდან. შუახევი ჰესის დადგული სიმძლავრე შეადგენს 187 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშვება 450 მილიონი კილოვატსაათია“, - ამბობს გიორგი ლაკირბაია.
NS