მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა - აჭარის მთავრობა

6384ba8c6f65f
BM.GE
28.11.22 17:39
508
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა. ამის შესახებ აჭარის მთავრობა იტყობინება.

სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის.

შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

დღესვე, შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღინიშნა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.