მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა გაიხსნა

5e206d968d087
BM.GE
16.01.20 18:15
2017
შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა გაიხსნა.

მეურნეობა, რომელიც მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი და საჩითილე მასალის მიღების საშუალებას მისცემს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.

"შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის "მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები.

პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში (ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის) ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე, სოფელ ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე (მსხალი, ვაშლი, ჩანდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლატამა) ხეხილის სანერგე მეურნეობა. ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდება მეცხოველეობის განვითარება.

პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.