მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შვებულებაში კი არ არიან, გინდ თბილისში იყო, გინდ სოფელში, სახლში უნდა დარჩე!"-იმნაძე მოქალაქეებს

5e7f3049b499c
BM.GE
28.03.20 15:10
12537

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს კვლავ სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სახლში დარჩენაა.

„სტატისტიკა საბედნიეროდ ჯერ არ გვაძლევს შეშფოთების საფუძველს, მაგრამ არ გვინდა ის მოგივიდეს, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას. უყურებთ რა ხდება უმდიდრეს ქვეყნებში, მერე მოწოდება „სახლში დარჩით“ გვიანაა. ახლა უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. უმრავლესობამ გაითავისა, მაგრამ სამწუხაროდ მომდის ინფორმაცია რაიონებს რომ თავი დავანებოთ,შვებულებაში კი არ არიან, დარჩი სახლში ეხება გინდა თბილისში იყო, გინდ სოფელში სახლში უნდა დარჩე. სოციალური დისტანცია ის არის, რომ ადამიანებს ერთამენთთან რაც შეიძლება ნაკლები სოციალური კავშირები უნდა ჰქონდეს.

ერთმანეთთან სტუმრად რომ დადიოდნენ, იტალიას ეგ დაემართა. დარჩით სახლში! ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ეს სიტუაცია. მეტი არაფერი გააჩერებს ამ ინფექციას“-აცხადებს იმნაძე.

მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს საკუთარი მაგალითი, რაზეც ადამიანებმა უნდა ისწავლონ. 

"რაც გვაქვს ეს არის ოჯახური კლასტერები.ის მოდელი ვითარდება ჩვენთან, რა მოდელიც განვითარდა იტალიაში, ჩვენს მაგალითზე ვისწავლოთ ჭკუა და დავრჩეთ სახლში“-აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 14 გამოჯანმრთელდა.