მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს

6037a47beba24
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.21 20:30
801
შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტეფან ლევენის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის მუტაცია შემაშფოთებელია და მთავრობა იძულებულია კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის გამო შეზღუდვები გაამკაცროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ახალი წესების მიხედვით, შვედეთში ყველა კაფე და რესტორანი 20:30 საათზე დაიხურება.

ამავე დროს მაქსიმალურად შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ერთობლივად შეეძლებათ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მისვლა. ექსპერტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საყიდლებზე მარტო წავიდნენ.

შვედეთში ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამის გამო სტოკჰოლმსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულოა.

შვედეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 647,470 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 12,793 ინფიცირებული გარდაიცვალა.