მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის ეპიდემიოლოგი: თითქოს მთელი მსოფლიო გაგიჟდა

5ef46411726e1
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 21:50
6240
შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა COVID-19-ის პანდემიისას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს მთელი მსოფლიო გაგიჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ტეგნელი აკრიტიკებს მთავრობების მიერ გატარებულ მკაცრ ზომებს, როგორიცაა მაგალითად საზღვრების ჩაკეტვა.

"თითქოს მსოფლიო გაგიჟდა და ყველაფერი, რაც იქამდე განვიხილეთ, დაივიწყეს", - ამბობს ტეგნელი მკაცრი ზომების შეფასებისას, - "შემთხვევები მომრავლდა და პოლიტიკური წნეხი ძალიან გაძლიერდა. შემდეგ შვედეთს მოუწია, სრულიად მარტო მდგარიყო".

მართალია, ანდერს ტეგნელი აღიარებს, რომ ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მისი ფატალური რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა, ის მაინც მიიჩნევს, რომ შვედეთის შედარებით რბილი მიდგომა გამართლებული იყო, გადაადგილების შეზღუდვა კი დამატებით პრობლემებს ქმნის, როგორიცაა ოჯახური ძალადობის, მარტოობისა და მასობრივი უმუშევრობის მატება.

"ისევე, როგორც ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები, ნეგატიური ეფექტები აქვს პანდემიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებსაც. ჩვენნაირ უწყებას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ფართო სპექტრზე მუშაობს, ამ ასპექტების გათვალისწინებაც მართებს", - ამბობს ანდერს ტეგნელი.

როგორც შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ახალი კორონავირუსი უახლოეს მომავალში არ გაქრება, გრძელვადიან პერპექტივაში კი მკაცრი ჩაკეტვა ზიანის მომტანია.