მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთში სპეცკომისიას ქმნიან, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის „შვედურ სტრატეგიას“ შეისწავლის

5efdb158e4c29
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 21:20
899
შვედეთში შექმნიან სპეციალურ კომისიას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს კორონავირუსთან ბრძოლის საკამათო „შვედური სტრატეგია“. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, შვედეთმა ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კორონავირუსთან საბრძოლველად კარანტინი და შეზღუდვები არ დააწესა და ამის ნაცვლად, მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, შვედეთში, მის მეზობლებთან შედარებით, სადაც შეზღუდვები იყო დაწესებული, კორონავირუსისგან ბევრად მეტი ადამიანი გარდაიცვალა – ჯამში შვედეთში დაავადებას 5 333 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როცა დანიაში - 605 და ნორვეგიაში კი 250.

გამოცემის ცნობით, კომისიამ უნდა შეაფასოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და ისინი სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს შეადაროს. კომისიას უხელმძღვანელებს შვედეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტი მატს მელინი.

საბოლოო ანგარიში კომისიამ 2022 წლის თებერვალს უნდა წარადგინოს, იქამდე კი ორი წინასწარი ანგარიშიც გამოაქვეყნოს.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, შვედეთის სტრატეგია სწორია, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში პანდემიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩვეული ცხოვრების შენარჩუნებითა და რეკომენდაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, მკაცრი კარანტინით ვირუსის დროებით შეკავებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფექცია აღარ მობრუნდება.