მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამცირებს

5ea6c3675a9bf
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 15:50
3268
შვეიცარია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამცირებს, რომელიც 6 კვირის წინ შევიდა ძალაში. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიხედვით, ზომების შემსუბუქება სამ ეტაპად მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დღეიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ყვავილების მაღაზიები, ასევე ექიმებს აქვთ უფლება, ისეთი პაციენტებიც მიიღონ, ვისაც გადაუდებელი დახმარება არ ესაჭიროება.

საავადმყოფოებს ეძლევათ უფლება, ჩაატრონ ის სამედიცინო პროცედურები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გადაიდო.

მაღაზიებმა მკაცრად უნდა დაიცვან ჰიგიენური ზომები და სოციალური დისტანცირების ნორმები კლიენტების მომსახურების დროს. როგორც შვეიცარიის მთავრობა აღნიშნავს, მის მოსახლეობას ქუჩაში ნიღბების ტარება არ მოეთხოვებათ.

CNN-ის მიხედვით, დამატებითი მაღაზიების და დაწყებითი სკოლების გახსნა 11 მაისიდან იგეგმება, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ბიბლიოთეკები, ზოოპარკები და მუზეუმები 8 ივნისიდან გაიხსნება.

ამჟამად შვეიცარიაში, კორონავირუსით ინფიცირების 29,061 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 1,337 ადამიანი.