მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებას მარტიდან გეგმავს

602e589081ec9
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 16:36
605
შვეიცარიის მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებას განიხილავს, მაშინ როდესაც შვეიცარიის მეზობელ ქვეყნებში კოვიდ-აკრძალვების უმეტესობა ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საწყის ეტაპზე, ქვეყანაში მაღაზიების, მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების გახსნა იგეგმება. მთავრობა 1 მარტიდან ასევე ზოოპარკების, ბაღებისა და სპორტული დაწესებულებების გახსნასაც გეგმავს.

კერძო ღონისძიებებზე დასწრების უფლება კი ხუთის ნაცვლად მაქსიმუმ 15 ადამიანს ექნება.

ქვეყნის მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას 24 თებერვალს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია 15.8 მილიარდი ფრანკის ოდენობის ზარალს ვარაუდობს, რომელიც ეკონომიკაზე პანდემიის გავლენით არის გამოწვეული.