მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია რუსეთში საათების ექსპორტს აკრძალავს

623583e55f226
BM.GE
19.03.22 11:11
1342
შვეიცარია, უერთდება ევროკავშირის მიერ გასულ კვირრაში მიღებულ გადაწყვეტილებას და რუსულ ბაზარზე ფუფუნების საქონლის მიწოდებას აკრძალავს. აკრძალვა შეეხება შვეიცარიულ საათებსაც. 

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პარასკევს გადაწყვიტა მიიღოს ზომები, რომლებიც ძალაში შევა უახლოეს დღეებში, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შვეიცარია არის გლობალური გიგანტი ძვირადღირებული საათების წარმოებაში, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Patek Philippe SA; Rolex-ი, Swatch Group-ი, Richemont-ი და სხვა პრემიუმ ბრენდები სწორედ შვეიცარიაში არიან ბაზირებული.

Bloomberg-ის თანახმად, გაყიდვები რუსეთში Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. 3%-ზე ნაკლებია კომპანია Richemont-ისთვის.

შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო შვეიცარიული საათებისთვის, 260 მილიონი ფრანკი (278 მილიონი აშშ დოლარი) გადაზიდვებით.