მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

61e83f7ae2e3c
თამთა ჯიჯავაძე
19.01.22 20:39
1827
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე", - წერია საელჩოს გვერდზე.

შვეიცარიის სამთავრობო უწყების ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კოვიდ-პასპორტის ქონა არ არის საკმარისი ქვეყანაში შესასვლელად. დამატებით სავალდებულოა კოვიდ-ტესტირებაც.