მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრები გახსნა

5f158abdc19f9
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 16:33
1873
შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეთათვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩო აქვეყნებს. შესაბამისი  გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.

ასევე, მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარია არ შედის იმ 5 ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის - კერძოდ, ეს ქვეყნებია საფრანგეთი, გერმანია, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

ამასთან, დღეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არაა პირდაპირი ავიამიმოსვლა. არსებული მდგომარეობით ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არც აგვისტოში არ იქნება.