მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შეეძლებათ

5de271139518d
თელარა გელანტია
30.11.19 21:00
3890
შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე შეეძლებათ, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში („იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“) შევიდა.

დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. 2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება #578 უკვე ძალაშია.