მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა 50 მლრდ. ფრანკის მოგება დააფიქსირა

5dbbe24434476
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 11:41
1222
წლის პირველ სამ კვარტალში შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა (SNB) 51.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გამოიმუშავა. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური ბანკის სავალუტო პორტფელის კარგი განვითარება იყო. ამაში შედის ასევე აქციები და ობლიგაციები უცხოეთიდან. თუმცა SNB– მა ახლა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა - ფრანკი, უკიდურესად არ გაძლიერდეს.

იმ შემთხვევაში თუ ფრანკი რეკორდულად გამყარდა - როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ შვეიცარიული მწარმოებლების პროდუქტები საზღვარგარეთ უფრო გაძვირდება, ამასთან, ქვეყნის შიდა ტურიზმის ინდუსტრიასაც პრობლემები შეექმნება - ისედაც ძვირადღირებული შვეიცარია უცხოელი ვიზიტორებისთვის თითქმის მიუღწეველი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ვალუტის მხარდასაჭერად, კერძოდ კი, ევროსთან მიმართებაში ფრანკის შესუსტების მიზნით, SNB-მა ბაზარზე მილიარდ დოლარიანი სავალუტო შესყიდვები გასულ წლებში არაერთგზის განახორციელა.