მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის პრეზიდენტი: "დიდი ალბათობით რუსეთს სანქციებს შვეიცარიაც დაუწესებს"

621bf483d818b
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 01:57
1115
შვეიცარიის პრეზიდენტი იგნაციო კასისი აცხადებს, რომ შვეიცარია, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, დიდი ალბათობით ევროკავშირის გზას გაჰყვება და რუსეთს სანქციებს დაუწესებს და გაყინავს რუსულ აქტივებს.

პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორშაბათს სავარაუდოდ ფედერალური საბჭო შეიკრიბება და ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს განიხილავს.

„დიდი ალბათობით ამას მთავრობა ხვალ გადაწყვეტს“, - განაცხადა მან.

როგორც „როიტერსი“ წერს, შვეიცარიაში 2020 წლის მონაცემებით, რუსები დაახლოებით 10.4 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს ფლობდნენ.