მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვიდ დღეში საქართველოში კორონავირუსის 602 შემთხვევა გამოვლინდა

62837cb10d059
მარიამ ვარადაშვილი
17.05.22 14:45
974
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან კი 697 პირი გამოჯანრთელდა.

მოცემულ პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

NCDC-ის ცნობითვე, სულ ჩატარდა 97 625 ტესტი (86 222 ანტიგენ ტესტი, 11 403 PCR ტესტი). რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.62%-ია. ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. უკვე რამდენიმე კვირაა მთავრობა კორონავირუსის სტატისტიკად ყოველდღიურად აღარ აქვეყნებს და ის მხოლოდ კვირაში ერთხელ ქვეყნდება.