მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შვიდ წელში მხოლოდ ორი ინსტანცია გავიარეთ“ - ყოფილი პროკურორი საავიაციო ქარხნის საქმეზე

60881d5d89b90
ნუცა ბაზლიძე
27.04.21 22:39
836
„ყველა ვადა დარღვეულია, საქმე „აგდია“, შვიდ წელიწადში ორი ინსტანცია გავიარეთ“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში თბილისის ყოფილმა პროკურორმა, BLB-ის პარტნიორმა მაია მწარიაშვილმა საავიაციო ქარხნის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
 
შეგახსენებთ, საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც 2010 წელს საავიაციო ქარხნის მესაკუთრეებმა ქარხანა სახელმწიფოს დაუთმეს. მაია მწარიაშვილი კი ამ ფაქტს „რეიდერულად წართმევას“ უწოდებს. 

„სახელმწიფომ ერთ ღამეში გადაიფორმა ყველა წილი. მოპასუხე არის ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც არ რცხვენია პროცესზე თქვას, რომ შესაძლებელია 21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, 22-მა აქციონერმა ერთ ღამეში „ნახოს სიზმარი“, განიმსჭვალოს მადლიერებით და სახელმწიფოს 76 მილიონ დოლარად ნაყიდი ქონება აჩუქოს“, - აღნიშნავს მაია მწარიაშვილი. 

საქმესთან დაკავშირებით, მწარიაშვილი სასამართლოს პოზიციას აკრიტიკებს. 

„სასამართლო ამბობს, რომ მართალია, არ იცის რატომ აჩუქეს, მაგრამ მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მიმართ ისეთი მადლიერების გრძნობა გაგიჩნდეს, რომ ერთ დღეს, მთელი შენი უძრავ-მოძრავი ქონება უსასყიდლოდ აჩუქო, შესაბამისად, პირველი ორი ინსტანცია წავაგეთ, თუმცა საქმე კვლავ განიხილება“, - აღნიშნავს მაია მწარიაშვილი.