ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი მოსკოვში 20 მარტს ჩავიდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იქნებოდა ჩინეთის მცდელობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, რომ მიმდინარე ომში სამშვიდობო მისია შეასრულოს.
ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შეიძლება იყოს გამოყენებული უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი და დასავლეთი მზად იქნებიან.
„თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ მზადყოფნას", - თქვა პუტინმა.
თავის მხრივ ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ მშვიდობა სურთ. "ჩინეთი ისტორიის სწორ მხარესაა და მშვიდობა სურს" - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერის შეფასებით, პუტინთან მოლაპარაკებები „ღია და მეგობრული“ იყო და პუტინი მას თბილად დახვდა. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი ათი წელია, უჭერენ მხარს ერთმანეთს და ეს გაგრძელდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მოსკოვისა და პეკინის სავაჭრო ურთიერთობებზე.
გასულ კვირას WSJ-მ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. იგი ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებდა. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ თქვა, რომ უკრაინა „იმუშავებს ჩინეთთან“, თუ ისინი პატივს სცემენ საერთაშორისო კანონს და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, კარგია, რომ ჩინეთმა უკრაინაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ მისი მოსაზრებით, ეს არ იყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, არამედ ჩინეთმა თავისი აზრები გამოთქვა.
ზელენსკიმ მაშინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინგთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთს გაეროს ერთობლივ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, რომლითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფო ცეცხლის შეწყვეტას და რუსული სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს.
ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უაღრესად პრორუსულია და ის შეუძლებელია სერიოზულად იქნეს განხილული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი