მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიდნეი საახალწლო ფოიერვერკზე 4.19 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს

5e0b1051aef9c
ნათია თაქთაქიშვილი
31.12.19 13:19
1904
სიდნეის საკულტო საახალწლო ღონისძიება - გრანდიოზული ფოიერვერკი მაინც გაიმართება. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ ღონისძიებას აპროტესტებდა ტყის ხანძრების გამო, რომელიც 29 დეკემბერს გაჩნდა ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც სიდნეის პრემიერი აღნიშნავს, მსოფლიოს მოსახლეობა ელოდება მათ საკულტო საახალწლო ღონისძიებას, „ამიტომ საუკეთესო პერიოდია დავანახოთ მათ ჩვენი პოზიტივი და ოპტიმიზმი“.

ქალაქ სიდნეის საკრებულომ საახალწლო ფეიერვერკისთვის 4.19 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ საახალწლო ღონისძიებაზე შარშან 5.8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

ავსტრალიაში აღნიშნული ხანძარი უპრეცედენტოდ მაღალ ტემპერატურას და გვალვას უკავშირდება. მოცემული პერიოდისთვის ავსტრალიის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 40C გრადუსს აღწევს.