მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიდნეიში დელტა შტამის გამო, მკაცრი ლოქდაუნი გახანგრძლივდა

60e5ba15f03a2
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.21 21:05
570
სიდნეიში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო, მკაცრი ლოკდაუნის ერთი კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო და ორი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო, შეზღუდვები 16 ივლისამდე გაგრძელდება.

BBC-ის ცნობით, შეზღუდვები გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოსახლეობის შინ დარჩენას ითვალისწინებს.

პანდემიის დაწყების დღიდან, ავსტრალიაში კორონავირუსის 30,800-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 910 შეადგენს.

მიუხედავად ვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებლისა, ავსტრალიის ხელისუფლება შეშფოთებულია იმუნიზაციის პროცესის დაბალი ტემპის გამო. ამ დროისთვის 25-მილიონიანი ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია აცრილი.