24.აპრილი .2020 20:00

სიდნეიში ხალხ-მრავლობის გამო რამდენიმე სანაპირო ისევ დაიკეტა

views 282
უკან

სიდნეიში ადგილობრივმა საბჭომ დაფიქსირებული ხალხ-მრავლობის გამო, სამი სანაპიროს ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა. აღსანიშნავია, რომ სანაპიროების გახსნიდან მხოლოდ 5 დღე იყო გასული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედია გამოცემის ინფორმაციით, სანაპიროები მოსახლეობისთვის გაიხსნა იმ პირობით, რომ სიდნეის მცხოვრებლები სანაპიროზე მხოლოდ ვარჯიშის მიზნით წავიდოდნენ, თუმცა ადგილობრივი საბჭო აცხადებს, რომ მოსახლეობა ამ მოწოდებას არ დაემორჩილა და დაარღვია ფიზიკური დისტანცირების წესები. ამის გამო კი, სანაპიროების ხელახლა ჩაკეტვა გახდა აუცილებელი.

ავსტრალიაში მასობრივი შეკრებები მარტიდან არის აკრძალული და სოციალური დისტანცირების დაცვა სავალდებულოა.

24 აპრილის მონაცამებით, ავსტრალიაში კორონავირუსით ინფირების 6,675 (ბოლო 24 სთ-ში +8) დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 79 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +4), ხოლო გამოჯანმრთელდა 5,136 ინფიცირებული.