მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით - მთავრობის ადმინისტრაცია

618a6b93a4003
ინგა მურუსიძე
09.11.21 16:41
705
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით და მზადაა, მათ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი.

გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.