მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიგარეტები მუზეუმებში წარსულის ექსპონატად უნდა იქცეს

647f36ba34355
BM.GE
06.06.23 18:03
591
იაცეკ ოლზაკი - CEO, ფილიპ მორის ინთერნეიშენალი

ისტორიამ არ უნდა განსაზღვროს მომავალი. ათწლეულების განმავლობაში, მოწევასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები ყველასთვის კარგად იყო ცნობილი და ამიტომ, კანონმდებლებმა შეადგინეს ამ პრობლემასთან ბრძოლის სტანდარტული მიდგომების კრებული, რომლებიც ხელს შეუწყობდა მწეველების მხრიდან ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტას. აღნიშნულ მიდგომებს შორის იყო მკაცრი რეგულაციები, მაღალი გადასახადები, მარკეტინგული საქმიანობის აკრძალვა და ისეთი შეფუთვის დიზაინი, რომელიც მომხმარებელს არ გაუჩენდა პროდუქტის შეძენის სურვილს.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, აღნიშნული მიდგომებით ვერ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, დღეს მსოფლიოში მილიარდი მწეველია. მოსახლეობის ზრდასთან ერთად კი ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს რიცხვი შემცირდება. საჭიროა ახალი მიდგომების გამოყენება, რომელიც შექმნის აღნიშნული პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას.

2016 წლიდან ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა ახალი მიზანი დაისახა - აქციოს სიგარეტები წარსულად. ეს ინიციატივა კი ინდუსტრიის მხრიდან ინოვაციებისა და პროგრესისკენ სწრაფვას უსვამს ხაზს.

“ჩვენ განვახორციელეთ 10.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია იმისათვის, რომ შეგვექმნა ტრადიციული მოწევის ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებდა ტრადიციულ სიგარეტს იმ სრულწლოვან მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოწევას”, - აღნიშნავს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის აღმასრულებელი დირექტორი იაცეკ ოლზაკი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის მწეველთა მინიმალური რაოდენობით შვედეთი გამოირჩევა, სადაც ეს მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს. ამის მიზეზად კი სნუსი სახელდება - ტრადიციული თამბაქოს არაწვადი ალტერნატივა, რომელიც შეიცავს ნიკოტინს.

“ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იაპონიის გამოცდილებაზე. ქვეყანაში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის გამოჩენის შემდეგ, იაპონიის ეროვნული ჯანდაცვისა და ნუტრიციების კვლევის თანახმად, სრულწლოვან მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება“, - განმარტავს ოლზაკი.

იაპონიისგან განსხვავებით, სინგაპურმა აკრძალა თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მოხმარება, შედეგად, სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა, ხოლო მწეველთა რაოდენობა უცვლელი დარჩა.

"დროა კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ გაიზიაროს შვედეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და მათი მსგავსი ქვეყნების გამოცდილება. დროა, რომ ერთად ვიმუშაოთ, საერთო მიზნის მისაღწევად - შევიმუშაოთ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები და მიდგომები, რომლებიც სიგარეტებს ისტორიულ არტეფაქტებად და მუზეუმის თაროებზე დასამტვერად შემოდებულ ექსპონატებად აქცევს". - ამბობს ოლზაკი.