მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღარიბე თუ შემცირდა, მაშინ ქვეყნიდან რატომ გარბიან - ბექა ლილუაშვილი

6474fe0c4df3b
ალა ისპირიანი
29.05.23 23:15
472
პრემიერის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, დეპუტატი ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სიღარიბე ქვეყანაში არ შემცირებულა. მან BMGT-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ის მონაცემები, რაც საქსტატმა გამოაქვეყნა მშრალი ციფრებია და რეალობას არ ასახავს.

„ვინ გარბის ისეთი ქვეყნიდან, სადაც მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ეს ხომ წარმოუდგენელია ვინმეს ქვეყნიდან გაქცევა უხაროდეს ემიგრაციაში, მითუმეტეს ახალგაზრდა ადამიანს. ვინ წერს განცხადებას, რომ სოციალური გასაცემელი და დახმარება მიიღოს თუ ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდება - ეს კონკრეტული მშრალი ციფრებია. ის რიტორიკაც, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაუმჯობესება, გაღრმავება რადიკალურად რაღაცას აუმჯობესებს, ეს არის აბსურდი“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის: საქართველოში სიღარიბე მცირდება - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

შესაბამისად, ამ დათვლით, ქვეყანაში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 71 ათასით შემცირდა და მან 583 ათასი შეადგინა. სიღარიბის დონემ იკლო 2021 წელსაც, შესაბამისად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბე 5.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2020 წელს პანდემიის გამო სიღარიბე 19.5 პროცენტიდან 21.3 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ წლებში ის შემცირდა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სიღარიბის შემცირება ეკონომიკის ზრდამ განაპირობა.