მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარ ქვევით ქვეყნის მოსახლეობის 19,5% იმყოფება

5ed0b9273e6eb
ელენე გოგბერაშვილი
29.05.20 11:24
2522

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

განახლებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასული წლის მდგომარეობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ქვეყნის მოსახლეობის 19,5% იმყოფება. სოფლად მოსახლეობის 23,7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 16,4%-ია.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0,6%-ით არის შემცირებული. 

 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით, 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 21.9% იყო, ხოლო 2016 წელს - 22%.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.