მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა - ინვესტიცია 1 მლნ ლარია

5f420d02410bd
თელარა გელანტია
23.08.20 10:28
1283
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ალაზანის“ ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.

როგორც bm.ge-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია.

სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სამინისტროს ინფორმაციითვე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ 82 ახალი საწარმოა დაფინანსებული.

ცნობისთვის: „ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს.