სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ააშენა.
საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებულ საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.
„ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა.
როგორც მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, საქართველოს მასშტაბით, კახეთის რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება